ზუგდიდის სოფელ დიდინეძში, მდინარე ჯუმზე ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. მანამდე არსებული ხიდი სტიქიის შედეგად დაინგრა და მოქალაქეებს გადაადგილებაში ხელს უშლიდა.
სამუშაოებს ადგილზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გაეცნო. პროექტი სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან 867 540 ლარით ფინანსდება.
ზუგდიდში, ასევე, მიმდინარეობს სოფელ ახალსოფელთან დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა, რომელიც ასევე სტიქიის შედეგად დაზიანდა.