დღეს საქალაქო სასამართლოში მარტის აქციების მონაწილე აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის საქმის არსებითი განხილვა იწყება. ადვოკატები დააყენებენ შუამდგომლობას, რომ აღმკვეთი ღონისძიება - პატიმრობა, შეიცვალოს ნაკლებად მკაცრი ღონისძიებით - გირაოს ან სამაჯურის გამოყენებით.
პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.
31 მარტს საქალაქო სასამართლომ გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გამოძიების ინფორმაციით, მან 7 მარტის საპროტესტო აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელების მისამართით, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვაში.