მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას, უარი თქვას რიგით უკვე მესამე მკურნალი ექიმის მომსახურებაზე, კიდევ ერთხელ ეხმიანებიან პოლიტიკოსები. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი განაგრძობს თვითდაზიანების რეჟიმში ყოფნას, რის გამოც შედეგებზე მთელ პასუხისმგებლობას პირადად მას აკისრებენ.
ამ ტიპის განცხადებებს, მიუღებლად თვლიან "ნაციონალურ მოძრაობაში" და ამტკიცებენ, რომ მედიკოსების ნაწილი, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას არაობიექტურად აფასებენ.
"ვივამედში" გუშინ ითქვა, რომ ყოფილი პრეზიდენტი, სრულ უნდობლობას უცხადებს სპეციალისტების რეკომენდაციებს და უხეშად არღვევს კვების რაციონსაც, რაც მის მდგომარეობას მკვეთრად აუარესებს.
"მიხეილ სააკაშვილი განაგრძობს თვითდაზიანების პროცესს, აქტივობა რომელსაც ის ეწევა იმისთვის, რომ როგორღაც საკუთარი თავი მსხვერპლად წარმოაჩინოს, აბსოლუტურად საფუძველს მოკლებულია და არანაირ შედეგს არ მოიტანს. მის ჯანმრთელობის და სიცოცხლის მხარდაჭერა სამედიცინო პერსონალის მხრიდან მაქსიმალურად გაგრძელდება", - განაცხადა გივი მიქანაძემ.