27 აგვისტო 2026,   07:39
ვრცლად
ჯანდაცვის სამინისტროში აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებთან შეხვედრა მიმდინარეობს - მთავარი მოთხოვნა სამკურნალო მედიკამენტის შემოტანა და დაფინანსებაა

ჯანდაცვის სამინისტროში აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებთან შეხვედრა მიმდინარეობს - უწყებაში ესაუბრებიან 4 დედას. მათთან ერთად შეხვედრას ესწრებიან სახალხო დამცველის და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები.

მშობლების მთავარ მოთხოვნას ისევ სამკურნალო მედიკამენტის შემოტანა და მისი დაფინანსება წარმოადგენს.

"ის, რომ ყველა ნაბიჯით წინ მივიწევთ და ნამდვილად არის მოლაპარაკებები, სხვადასხვა კარგი გადადგმული ნაბიჯი, ჩვენ ამისთვის მშობლებს გვჭირდება დამადასტურებელი, რომ ნამდვილად ბოლოს შედეგზე გავალთ იმ კონკრეტული თარიღის დასახელება, რასაც ვითხოვთ. წინასწარ ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ შეხვედრაზე იმ იმედით მივდივართ მშობლები, რომ იმ ინფორმაციას გამოვიტანთ, რაც ჩვენი შვილებისთვის აუცილებელია. მოგეხსენებათ, 16 თვე ველოდებოდით, უკვე 18 დღე და ღამე ქუჩაში ვიყავით და ნამდვილად დედები ვიმსახურებთ იმ ერთ მოთხოვნაზე პასუხს, რითაც შევდივართ დღეს შეხვედრაზე," - აცხადებს ერთ-ერთი მშობელი სალომე გაბელაშვილი.

დღის ამბები