18 მაისი 2024,   02:24
ვრცლად
ოლიმპიური ჩემპიონის ნუგზარ ასათიანის სახელობის სპორტ კომპლექსში, აფხაზეთის თასის ღია პირველობამ ფარიკაობაში სტარტი აიღო

ოლიმპიური ჩემპიონის ნუგზარ ასათიანის სახელობის სპორტ კომპლექსში, აფხაზეთის თასის ღია პირველობამ ფარიკაობაში სტარტი აიღო.

ტურნირი სამი დღე გაგრძელდება, დღეს გამარჯვებულები ხმლით ფარიკაობაში გამოვლინდებიან, 6 და 7 მაისს კი რაპირით და დაშნით მოფარიკავეები შეეცდებიან საპრიზო ადგილებზე გასვლას. აფხაზეთის თასის ტრადიციულ, რიგით მეთორმეტე გათამაშებაში ქართველი მოფარიკავეების გარდა აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ, საპრიზო ადგილებისთვის 200-ზე მეტი სპორტსმენი იბრძვის.

დღის ამბები