24 აგვისტო 2026,   19:15
ვრცლად
ასპინძაში 28 წლის მამაკაცი გაუჩინარდა

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევში მესამე დღეა 28 წლის მამაკაცს ეძებენ - გიმზერ კაველიძე 5 მაისს ბოლოს გაჩერებასთან ნახეს. ახალგაზრდა კაცი ორ მწყემსთან ერთად მთაში მიდიოდა. 

მისი ჩანთა მოგვიანებით თმოგვის ციხესთან  იპოვეს, რის გამოც სამძებრო ოპერაცია მტკვარში დაიწო. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების სამსახური. ძებნა ასპინძის გარდა, ახალციხისა და ბორჯომის ტერიტორიაზეც მიმდინარეობს.

"დილიდან რომ არ გამოჩნდა მერე დაიწყო ძებნა. მერე ხალხიც გამოვიდა საძებნად. ზემოთ საბაგიროა, ეტყობა  ბაგირზე გასვლისას ჩავარდა წყალში. ჩანთა ნახეს ქვევით იყოო, წყალს გამოუტანია გარეთ და არ ვიცი დანარჩენი," - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი კორნელი კორმიძე.

დღის ამბები