ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში ევროკავშირის სამართლის ყოველწლიური იმიტირებული სასამართლო პროცესის ფინალური შეჯიბრება გაიმართა.
კონკურსის დასკვნითი ეტაპი, სიმბოლურად, ევროპის დღეების ფარგლებში ჩატარდა. წელს კონკურსზე ყველაზე მეტი მონაწილე - 53 გუნდი და 169 სტუდენტი დარეგისტრირდა. სტუდენტური კონკურსის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობა 8 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდმა მიიღო. გამარჯვებული გახდა "შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის" გუნდი.