თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი, დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა. სერგო შუბითიძეს უწყების დატოვების შემდეგ, მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
მისი ინტერესების დამცველი კი ამბობს, რომ დღეს, კითხვები არ ეხებოდა ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს და გამოძიებას, მხოლოდ შუბითიძის მიერ, გათავისუფლების შესახებ დაწერილი პატაკი აინტერესებდა.
"გენერალურ ინსპექციას, იმასთან დაკავშირებით აინტერესებდა ინფორმაცია, რამ გამოიწვია მის მიერ პატაკის დაწერა. ეს მისი ვალდებულებაც იყო,სწორადაც მოიქცა და ამიტომ, ჩვენ მათ ვუთხარით, რომ ამ ყველაფერს წარმოვადგენთ წერილობით. ამ წუთში, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არიოს ძალიან ემოციურ მდგომარეობაში.
ბაჩალიაშვილის საქმე არაფერ შუაშია, თვითონ სერგო შუბითიძის გათავისუფლება და მისი პატაკი იყო მთავარი თემა, ბაჩალიაშვილის საქმესთან მას არ სურდა, რომ ემუშავა", - განაცხადა უფლებადამცველმა.