26 აგვისტო 2026,   09:58
ვრცლად
თეა წულუკიანმა ქართველ ძიუდოისტებს წარმატებული ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადა

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს შეხვდა. მან ქართველ ძიუდოისტებს, მწვრთნელებსა და ფედერაციის წარმომადგენლებს კატარის დედაქალაქ დოჰაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღწეული ისტორიული წარმატებისთვის მადლობა გადაუხადა და მხარდაჭერას დაჰპირდა.

მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სპორტსმენთა სტიპენდიები გაიზრდება. მისი თქმით, თავდაპირველად, გაზრდილ სტიპენდიას ძიუდოსა და ჭიდაობის ფედერაციები მიიღებენ, ზრდა კი ეტაპობრივად, სხვა ეროვნულ ფედერაციებსაც შეეხებათ. ქართველმა ძიუდოისტებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

 

დღის ამბები