18 აგვისტო 2026,   04:45
ვრცლად
სამხატვრო აკადემიასა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სამხატვრო აკადემიასა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს სამხატვრო აკადემიის რექტორმა ყარამან ქუთათელაძემ და სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ აზნაურაშვილმა.

მხარეთა თანამშრომლობის მთავარი მიზანია სააგენტოს ხელმძღვანელობით თუ მონაწილეობით განსახორციელებელ სხვადასხვა პროგრამაში, პროექტსა და ღონისძიებაში აკადემიის სტუდენტების აქტიური მონაწილეობა.

დღის ამბები