24 აგვისტო 2026,   16:10
ვრცლად
ლევან იოსელიანის თქმით, ელენე ხოშტარიამ ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე უარი განაცხადა

საქართველოს სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები, აქციაზე დაკავებული პირების საქმეში პირველივე წუთიდან ჩართულები არიან.

იოსელიანის თქმით, მათი წარმომადგენელი ელენე ხოშტარიასთან იყო მისული, მაგრამ მან უარი განაცხადა მასთან შეხვედრაზე.

"სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები პირველივე წუთიდან ჩართულები არიან ამ პროცესში. ჩემი ინფორმაციით, 17-მდე ადამიანია დაკავებული და ყველა მათგანთან შედიან, ნახულობენ, მათ შორის ელენე ხოშტარიასთან იყო ჩვენი წარმომადგენელი მისული, მაგრამ მან უარი განაცხადა მასთან შეხვედრაზე. ჩვენი მანდატის ფარგლებში ,ვაკეთებთ ყველაფერს, რომ დაკავებული ადამიანების უფლებები იყოს დაცული", - განაცხადა იოსელიანმა.

დღის ამბები