24 აგვისტო 2026,   19:17
ვრცლად
აქცია საბურთალოზე - ცინცაძის 58 ნომერში მოსახლეობა 25 სართულიანი სახლის მშენებლობას აპროტესტებს და მერთან შეხვედრას ითხოვს

აქცია საბურთალოზე - ცინცაძის 58 ნომერში მოსახლეობა სახლის მშენებლობას აპროტესტებს და თბილისის მერთან შეხვედრას ითხოვს. შეკრებილები ამტკიცებენ, რომ საცხოვრებელი კომპლექსის ეზოში 25 სართულიანი კორპუსის მშენებლობა უკანონოდ იგეგმება.

საქმე სასამართლოში წლების განმავლობაში განიხილებოდა. მომჩივანმა მხარემ საქალაქო სასამართლოში გაიმარჯვა, თუმცა გასაჩივრების შემდგომ ორივე ინსტანცია წააგო. შესაბამისად, როგორც მერიაში განაცხადეს, მშენებლობა კანონიერია.

დედაქალაქის მუნიციპალიტეტში ასევე განმარტეს, რომ 2017 წელს მერიამ კერძო კომპანიას ადგილმონაცვლეობაც შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო.

დღის ამბები