ქვეყანაში წითელას აფეთქებაა. შემთხვევები მომატებულია როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში.
ბოლო 4 თვის მაჩვენებელი, გასული მთელი წლის სტატისტიკურ მონაცემებზე გაცილებით მეტია. თებერვლიდან მაისამდე ქვეყანაში ინფექციური დაავადების 3200-მდე ლაბორატორიული შემთხვევა დაფიქსირდა. კლინიკებში მიმართვიანობა გაზრდილია.