ჯანდაცვის სამინისტროს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, თბილისში არაგადამდებ დაავადებათა შესახებ, სემინარი გაიმართა.
ღონისძიებაზე ორგანიზატორებთან ერთად პარლამენტის წევრები და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ერთ-ერთი თემა მარილის მოხმარება იყო, რაც რეკომენდებულ დღიურ საშუალო დოზაზე თითქმის 2-ჯერ მაღალია. ეს კი ჰიპერტენზიის, გულის და სხვა დაავადებების რისკს ზრდის.