27 აგვისტო 2026,   04:34
ვრცლად
იანვრიდან დაწყებული აპრილის ჩათვლით, ქვეყანაში ჩუტყვავილას 3,118 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა - ივანე ჩხაიძე

ქვეყანაში წითელას აფეთქებაა, თუმცა გარდა ამისა, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე ჩუტყვავილას მომატებულ რაოდენობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ იანვრიდან დაწყებული აპრილის ჩათვლით, ქვეყანაში 3118 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

როგორც ივანე ჩხაიძე აცხადებს, 2018 წლის შემდეგ, წელს არის ისე პერიოდი, როდესაც შემთხვევების მკვეთრი მატებაა.

"წელს გვაქვს აფეთქება ზუსტად 5 წლის შემდეგ და 4 თვეში, იანვრიდან დაწყებული აპრილის ჩათვლით, ქვეყანაში ჩუტყვავილას 3118 დადასტურებული შემთხვევა გვქონდა. შესაბამისად, თუ ეს ტენდენციაც გაგრძელდა, 2023 წელიც იქნება ამ მხრივ გამორჩეული და ალბათ, 10 000-მდე შემთხვევა გვექნება წლის განმავლობაში. 2018 წლის შემდეგ წელს არის ისე პერიოდი, როდესაც შემთხვევების მკვეთრი მატება გვაქვს. 2-3-ჯერ მეტი, ვიდრე სხვა წლებში აღინიშნება," - აცხადებს იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.

დღის ამბები