18 მაისი 2024,   02:44
ვრცლად
საქართველოში, ბოლო 4 თვეში ვირუსით დაინფიცირების 3 200-მდე შემთხვევა დაფიქსირდა - როგორია სპეციალისტების რეკომენდაციები

ჩუტყვავილას ვირუსი ბავშვებში - ბოლო 4 თვეში ინფექციური დაავადების 3200-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, ინფექციის ასეთი მატება 2018 წლის შემდეგ აღარ დაფიქსირებულა.

გაზრდილია მიმართვიანობა პედიატრიულ კლინიკებში. ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში ხშირად მხოლოდ ერთ დღეში ჩუტყვავილას გართულებული ფორმით 15-მდე ინფიცირებული შეჰყავთ. მაღალი რისკების გამო კლინიკაში ზომები გამკაცრებულია

ინფექციური დაავადება 37 -38 გრადუსამდე სიცხით, მადის დაქვეითებით და საერთო მოდუნებით იწყება. თუ მაღალ, უმართავ ტემპერატურას მთელ სხეულზე გამონაყარი დაერთო პაციენტმა სამედიცინო დაწესებულებას აუცილებლად უნდა მიმართოს.

მედიკოსები ამბობენ, რომ ჩუტყვავილას შემთხვევების მატება, კოვიდის პერიოდის საკარანტინო რეჟიმმა და იმუნიტეტის დაქვეითებამ გამოიწვია. ინფექციის გავრცელების მაჩვენებლებში საგანგაშო მდგომარეობას ვერ ხედავენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.

ჩუტყვავილას გადატანის შემდეგ ვირუსის მიმართ იმუნიტეტი მუდმივად რჩება. სხვა შემთხვევაში სპეციალისტები თავდაცვის საშუალებით ვაქცინაციას ასახელებენ. აცრა ნებაყოფლობითია, რადგან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას სავალდებულო აცრების ჩამონათვალში ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინა შეტანილი არ აქვს.

დღის ამბები