27 აგვისტო 2026,   01:37
ვრცლად
ბადრი ესებუას მორიგი სასამართლო პროცესი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გაიმართება - სხდომა ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება

ტერორიზმში ბრალდებული ბადრი ესებუას მორიგი სასამართლო პროცესი დღეს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გაიმართება. სხდომა ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება.

ბრალდებულის უფლებადამცველის განცხადებით, დარჩენილი მოწმეების გამოკითხვა, ძირითადად დისტანციურ რეჟიმში ჩატარდება, რადგან ისინი არ იმყოფებიან საქართველოში. საუბარია ექსპერტებსა და იმ სპეციალისტებზე, რომლებმაც გამოძიების ფარგლებში კვლევის პროცესში მიიღეს მონაწილეობა.

შეგახსენებთ, ბადრი ესებუა დაკავებულია ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით.

დღის ამბები