14 ოქტომბერი 2024,   20:56
ვრცლად
რაში დაიხარჯა სტუდენტებისთვის გამოყოფილი 318 მილიონ ლარი - სტუდენტები კითხვაზე პასუხს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისგან ისევ ითხოვენ

რაში დაიხარჯა სტუდენტებისთვის გამოყოფილი 318 მილიონ ლარი - კითხვაზე პასუხს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისგან ისევ ითხოვენ. სტუდენტებმა მორიგი განცხადება გაავრცელეს. ისინი ადმინისტრაციისგან მოითხოვენ, გაასაჯაროვონ ფინანსური დოკუმენტაცია და ინფორმაცია თუ რაზე იხარჯება ბიუჯეტი. ეს არ არის პროტესტის პირველი შემთხვევა. აქამდე ადმინისტრაციაში ამბობდნენ, რომ პასუხი ყველა მიმართვაზე გაცემული აქვთ.

"მივმართავთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ნინო დობორჯგინიძეს, უარყოს ან დაადასტუროს ფაქტი, არის თუ არა ნასამართლევი. თუ ეს ფაქტი დადასტურდა, მაშინ რა მორალური და იურიდიული უფლებით არის ეს ქალბატონი ნინო დობორჯგინიძე დღეს, კიდევ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. ჩვენ გვაინტერესებს სად დაიხარჯა 4 წლის განმავლობაში 318 მილიონი ლარი, რა აქტივობებში იყო დახარჯული ეს თანხა, თუმცა ამაზე ინფორმაცია დღეს კიდევ არ გვაქვს," - აცხადებს ენი ჩერქეზიშვილი

როგორც "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერმა, ქეთევან ლაკირბაიამ განაცხადა, უნივერსიტეტის გვერდზე განთავსებული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოველწლიური ბიუჯეტები, მათ შორის 2023 წლისაც.

"ჩვენთან იყო შემოსული მოთხოვნა, რომ გაგვეზიარებინა ბიუჯეტები ორგანიზაციის, რაც გავაკეთეთ. არ ვიცი რაზე ლაპარაკობენ, საიდან მოიტანეს ეს თანხა, 4 წლის ბიუჯეტი მივეცით, მაგრამ ეს 318 მილიონი საიდან ამოაჯამეს არ ვიცი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიუჯეტი იხარჯება სწავლებაზე, კვლევებზე, სტუდენტურ აქტივობებზე და ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე.

ბიუჯეტები ვებგვერდებზე დევს და შეგიძლიათ ნახოთ ყოველწლიური ბიუჯეტი ილიას სახელმწიფოს უნივერსიტეტის. 23 წლის ბიუჯეტიც დევს ამ წუთში," - აცხადებს ქეთევან ლაქირბაია.

ავტორი: ანა ბუავა

დღის ამბები