24 ოქტომბერი 2024,   00:13
ვრცლად
გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებულ მდგომარეობას იტალიელი სპეციალისტები სწავლობენ

გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებულ მდგომარეობას იტალიელი სპეციალისტები სწავლობენ. სტრუქტურული ინჟინრები ტაძარში დილიდან იმყოფებიან და საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად, მონასტერში არსებულ მდგომარეობას ისინი პირველად აკვირდებიან. ამის შემდეგ სამუშაოების მომდევნო ეტაპი დაიგეგმება.

სასულიერო პირების თქმით, მნიშვნელოვანია გელათის გადარჩენა, რის გამოც კონსერვაცია-რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად გაგრძელდება.

გელათის რეაბილიტაცია საპატრიარქომ რამდენიმე თვის წინ გადაიბარა. დაგეგმილ პროცესებთან დაკავშირებით, პრეზენტაცია პატრიარქის მოსაყდრემ გამართა, ღონისძიებას ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

"პრობლემები იგივე არის, მხატვრობა არასტაბილურია და ჩვენ ეს იანვარშიც ვთქვით და მანამდეც ვამბობდით. სიახლე არის რომ შეიქმნა კომიტეტი, მართვის პრინციპი არის შეცვლილი აუცილებლად. გვყავს ძალიან მნიშვნელოვანი უცხოური საბჭო. ახლა მნიშვნელოვანი არის, რომ სწორად წარიმართოს პროცესი იმიტომ, რომ რაც ეს წლები დაიკარგა არასწორად წარმართული სამუშაოების გამო, ახლა რომ მეთოდურად სწორად წარიმართოს ყველაფერი," - აცხადებს ერთ-ერთი სპეციალისტი.

დღის ამბები