კახეთის რეგიონში პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო შეხვედრებს მართავს. ცოტახნის წინ დასრულდა პირველი შეხვედრა "ქალები ტექნოლოგიებში", რომლის მიზანიცაა ტექნოლოგიური მიმართულებით ქალების მაქსიმალური ჩართულობა და დარგის პოპულარიზაცია.
შეხვედრას საბჭოს წევრები, ახალგაზრდები და ამ სფეროთი დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.