19 აპრილი 2024,   04:37
ვრცლად
ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობაზე დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, თოკით გაგუდვის შემდეგ ბრალდებულმა, კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარი ავტომანქანის საბარგულში მოათავსა, სხვა ტერიტორიაზე გადაიტანა და ხევში გადააგდო.

ბრალდებულის ადვოკატი ირწმუნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფსიქიკური პრობლემები აქვს და უახლოეს მომავალში დაგეგმილია სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება.

"მას აქვს ფსიქიატრის დანიშნულება, რომლითაც მკურნალობს. დროის სიმცირიდან გამომდინარე ჯერჯერობით მე ვერანაირი დოკუმენტი ვერ მოვიპოვე. ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩანიშვნას უახლოეს მომავალში მოვითხოვთ," - აცხადებს ადვოკატი ლევან მარსაგიშვილი.

დღის ამბები