ვანის გათხრების მემკვიდრეობა, იმერული ტრადიციების ურყევი, მდიდარი გალერეა, გეოგრაფიულად დახვეწილი ლანდშაფტები, ძეგლები, რომელთა ორიგინალურ ფორმას ანალოგი არ მოეძებნება - ეს ყველაფერი ნინო ყოლანდარიას ფილმშია წარმოჩენილი.
"იმერეთი" არის პირველი ფილმი "სტუდია კავკასიონის" დიდი პროექტის ფარგლებში სახელად - "საქართველოს მხარეთა კულტურულ-ისტორიული გზა". ფილმის პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.