02 მაისი 2024,   09:49
ვრცლად
"ადამ სულთანოვიჩი ცოცხალია, კარგადაა და დაზიანებებიც არ აღენიშნება, ეს ინფორმაცია რომ ყალბი იყო, მე თავიდანვე ვიცოდი" - კადიროვი

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის თქმით, მისი "მარჯვენა ხელი" ადამ დელიმხანოვი ცოცხალი და უვნებელია. დელიმხანოვის სიკვდილთან დაკავშირებით დღეს გავრცელებულ ინფორმაციას კადიროვმა სიყალბე უწოდა და განაცხადა, რომ დელიმხანოვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მისი წინა პოსტი განზრახ დაგეგმილი იყო, რათა მედია სიყალბეში გამოეაშკარავებინა.

"ყველას მადლობა, ვინც შეწუხდით! ადამ სულთანოვიჩი ცოცხალია, კარგადაა და დაზიანებებიც არ აღენიშნება. ეს [ინფორმაცია] რომ ყალბი იყო, მე თავიდანვე ვიცოდი, მაგრამ გადავწყვიტე, ყველასთვის მეჩვენებინა, განსაკუთრებით კი უკრაინელებისთვის, სადამდე დაეცა მათი მედია. ამდენად არ სცემთ პატივს თქვენს მკითხველს, თავხედურად ცრუობთ და იცით, რომ ეს ტყუილი გავრცელდება. და როცა მე ცეცხლზე ნავთი დავასხი, ამ სიცრუის ავტორებმა თავისივე ზღაპრების თავადვე ირწმუნეს.

სანამ მთელი ინტერნეტი ზუზუნებს და უკრაინელი ნაცისტების ნაბოდვარ ფანტაზიებს განიხილავს, რომლის მიხედვითაც მათ არამარტო რუსეთის გმირი, ასევე ჩვენი 200-მდე მებრძოლიც მოკლეს, ჩვენ ძვირფას ძმებთან ერთად ვართ... ახმატის ქვედანაყოფები ადგილზეა, მათ შორის რუსეთის საზღვარზე ბელგოროდის ოლქსაც ამაგრებენ. არსებული მდგომარეობა, ძალებისა და რესურსების გადანაწილება განვიხილეთ", - წერს კადიროვი Telegram-ზე. 

დღის ამბები