მთავრობის ინიცირებულ "ჯანდაცვის შესახებ" კანონში დეგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარბულად აღარ განიხილავს.
მიზეზად დამატებითი კონსულტაციები დასახელდა. ცვლილების მიხედვით, რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილება იზრდება. სააგენტო შეძლებს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტებზე ნებისმიერ დროს შევიდეს, გამოითხოვოს მასალები, დაათვალიეროს, დალუქოს ან ამოიღოს შესაბამისი მტკიცებულებები.
ასევე გამოიყენოს საჯარიმო ქვითარი, შეუჩეროს საქმიანობის უფლება მაღალი რისკის შემცველ სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელს.
ამავე პროექტით, იზრდება სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში მოქმედი საჯარიმო სანქციები. პირველი მოსმენა გუშინ გაიმართა და საკითხს კენჭს დღევანდელ სესიაზე უყრიან.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე
თამარ გაბუნია აცხადებს, რომ დაჩქარებული წესის ნაცვლად მიმდინარე განხილვის პროცესზე გადაინაცვლა პროექტმა.
"დაჩქარებული წესის შეცვლის მიზეზი გასული კვირის მანძილზე ჩატარებული კონსულტაციები გახდა. დაჩქარებული წესის ნაცვლად გადავინაცვლეთ მიმდინარე განხილვის ეტაპზე," - აცხადებს გაბუნია.