02 მაისი 2024,   18:46
ვრცლად
ყაზახეთში, შეიარაღებული პირი ბანკში შეიჭრა და მძევლების მოკვლით იმუქრებოდა

ყაზახეთში, ქალაქ ასტანაში შეიარაღებული პირი ბანკში შეიჭრა და მძევლების მოკვლით იმუქრებოდა.

მამაკაცი შენობის 7 თანამშრომლისა და დაცვის წევრის მოკვლით იმუქრებოდა. თავდამსხმელმა მოითხოვა, ბანკში არსებული მთლიანი თანხა შშმ ბავშვებისთვის, ღარიბებისთვის და გაჭირვებული მოქალაქეებისთვის გადაერიცხათ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი 30 წლის მამაკაცია, რომელიც უკვე ათი წელია ნარკოდამოკიდებულია და რამდენჯერმე ნასამართლევიც იყო.

სამართალდამცველებს თავდამსხმელის დასაკავებლად 1 საათი დასჭირდათ. ამ დროისათვის ყველა მძევალი გათავისუფლებულია თავდამსხმელი კი დაკავებული. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

დღის ამბები