20 სექტემბერი 2024,   04:03
ვრცლად
დედოფლისწყაროში ტყის ბუნებრივი აღდგენის ხელშეწყობის პროექტი განხორციელდება

დედოფლისწყაროში ტყის ბუნებრივი აღდგენის ხელშეწყობის პროექტი განხორციელდება. პროექტის დამფინანსებელი კავკასიის არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი და ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირია.

ეროვნულ სატყეო სააგენტოს ტყის აღდგენის ღონისძიებებისთვის საჭირო 30-მდე ერთეული აღჭურვილობა და ტექნიკა უკვე გადაეცა.

მომზადებული პროექტის თანახმად, ტყის აღდგენის პროცესში ადგილობრივი მოსახლეობაც ჩაერთვება.

დღის ამბები