18 მაისი 2024,   13:09
ვრცლად
დააკავეს კაცი, რომელიც არასრულწლოვან გერებს აიძულებდა, ურნებში სხვადასხვა ნივთი შეეგროვებინათ

სამართალდამცველებმა 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.ბ. არასრულწლოვანებით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მ.ბ. ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, არასრულწლოვანი გერების - 2006 წელს დაბადებული რ.პ.-ს და 2007 წელს დაბადებული მ.პ.-ს შრომით ექსპლუატაციას სისტემატურად ახდენდა.

ბრალდებული მათ ნაგვის ურნებიდან სხვადასხვა ნივთების შეგროვებას და ჩაბარებას აიძულებდა, გამომუშავებულ თანხას სრულად ისაკუთრებდა.
იმ შემთხვევაში თუ არასრულწლოვანები არ დაემორჩილებოდნენ მ.ბ.-ს მოთხოვნებს, ბრალდებული მათ ფიზიკურად უსწორდებოდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს," - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები