პროექტი "ჩვენი ჯარი" მიმდინარე სასწავლო წელს წარმატებით დასრულდა. თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, სკოლის მოსწავლეების შემდეგ, გაცნობით-საინფორმაციო შეხვედრებს სტუდენტებთან მართავდნენ.
განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ სიახლეები, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებმა მოისმინეს. თავდაცვის უწყება პროექტს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს, მიზანი კი ახალგაზრდებში თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.