სოსო ლაღიძის საერთაშორისო ფესტივალი "თბილისი რიტმი" უახლესი პროექტის პრემიერით - "სიმფონიური ისტვუდით" იწყება. რუსთაველის თეატრის სცენაზე მსმენელის წინაშე ცნობილი მამის ცნობილი შვილი, კონტრაბასისტი და კომპოზიტორი, კაილ ისტვუდი წარდგება.
საფესტივალო პროგრამა წელს განსაკუთრებულად მრავალფეროვანია და ქართველი მსმენელი მსოფლიოს არაერთ წამყვან მუსიკალურ ჯგუფსა თუ მუსიკოსს შეხვდება.