25 აგვისტო 2026,   22:11
ვრცლად
ვაკის პარკის საქმეზე დაკავებული 9 პირის სასამართლო პროცესი დასასრულს უახლოვდება - ადვოკატებს გამამართლებელი განაჩენის იმედი აქვთ

ვაკის პარკის საქმეზე დაკავებული 9 პირის სასამართლო პროცესი დასასრულს უახლოვდება. ბრალდების შემდეგ, დღეს, სასამართლო დარბაზში ადვოკატებს მოუსმენენ. სავარაუდოდ, დაცვის სიტყვისთვის ორი სხდომა იქნება საჭირო. ამის შემდეგ კი მოსამართლე განაჩენის გამოსატანად გავა.

ადვოკატები იმედოვნებენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებით მათი დაცვის ქვეშ მყოფები გამართლდებიან.

შეგახსენებთ, ბრალდებულთა შორის არიან მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე და კომპანია "გრინსერვის+"ის ხელმძღვანელი.

დღის ამბები