20 სექტემბერი 2024,   04:05
ვრცლად
ავტორ-შემსრულებლები პროკურატურას საავტორო უფლებათა ასოციაციის საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავენ

ავტორ-შემსრულებლები პროკურატურას მიმართავენ დაიწყოს გამოძიება საავტორო უფლებათა ასოციაციის საქმეზე. მათ დღეს უწყებაში წერილი შეიტანეს.

"არავითარი ავტორებზე ფიქრი არ მიდიოდა. წარმოიდგინეთ მათი წევრი არ ვარ უკვე 6-7 წელიწადია. ეგენი დადიან, იღებენ საავტორო ფულებს იქ, სადაც წერია თეიმურაზ რცხილაძე, ან თუნდაც დათო ევგენიძე, ვინც არ არის მათი წევრი. მაგათ რომ ჰკითხოთ, ჯექსონს უგზავნიან იმ ქვეყანაზე საავტოროს და ჩვენთან ჩვენი ფული, რომელიც ჩვენზე არის გამოწერილი, არ მოსულა. არის თუ არა ეს კრიმინალი? დაიარეთ საღამოობით გასართობი ორგანიზაციები და ძალიან ბევრ ადგილზე წააწყდებით ჩემს სიმღერებს, ყოველდღიურად. 6-7 წელიწადია მაგათი წევრი აღარ ვარ და თანხა ჩემამდე არ მოდის," – აცხადებს მომღერალი თემურ რცხილაძე

მათი განცხადებით, აუდიტის დასკვნამაც აჩვენა, რომ GCA-ის 14 მილიონამდე დავალიანება აქვს, თანხა გაფლანგულია. ხელოვანები ამ საქმის დროულ გამოძიებას მოითხოვენ.

"ბატონი დათო ევგენიძის მიერაც იქნა შეტანილი ერთობლივი განცხადება პროკურატურაში გამოძიების დაწყების მოთხოვნით. საქმე ეხება "ჯისიეი-ს" მიერ მითვისებულ დიდი ოდენობით თანხებს. აუდიტის დასკვნით გაირკვა, რომ 14 მილიონი აქვს დავალიანება აღნიშნულ ასოციაციას მისი წევრების და ყოფილი წევრების.

მოცემულ საქმეში დათო ევგენიძე ფიგურირებს. მისი დაზარალებულად შესაძლო მიჩნევა გამომდინარეობს იქიდან, რომ ბატონ დათო ევგენიძე წლების განმავლობაში იყო ამ ასოციაციის წევრი, 3 წლის წინ იგი გარიცხეს სწორედ იმ კრიტიკული კითხვების გამო, რაც დღეს ისმევა. მათ შორის დღეს დაისვა ეს კითხვა პროკურატურაში. დათო ევგენიძის პოზიცია არის, რომ იქნეს მიღებული სამართლებრივი ზომები პროკურატურის მხრიდან, ვინაიდან არის შესაძლო დანაშაულის აშკარა ნიშნები," - აცხადებს ადვოკატი ლადო რაფავა.

დღის ამბები