20 სექტემბერი 2024,   03:53
ვრცლად
ბოლნისშია 150 სტუდენტზე გათვლილი მრავალპროფილური პროფესიული კოლეჯის მშენებლობა მიმდინარეობს

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, 150 სტუდენტზე გათვლილი მრავალპროფილური პროფესიული კოლეჯის მშენებლობა მიმდინარეობს.

მშენებლობას, განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.

პროექტი 6 700 000 ლარამდე ღირებულებისაა. კოლეჯში მსურველებს რეგიონის საჭიროებებზე მორგებულ მოკლევადიან და საკვალიფიკაციო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს შესთავაზებს.

სასწავლებელი, შშმ პირებისთვის სრულად ადაპტირებული იქნება. აღნიშნული პროექტი 2024 წელს დასრულდება.

დღის ამბები