სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ორგანიზებითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, მსხვერპლთა უფლებების დაცვისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი გამოძიების შესახებ, თბილისში კონფერენცია გაიხსნა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი, კოკა კაციტაძე უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრებს, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, საგამოძიებო სამსახურის ერთი წლის საქმიანობის მთავარ მიღწევებს, გამოწვევებს და შედეგებს გააცნობს.