03 მაისი 2024,   10:28
ვრცლად
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ნიდერლანდებს შეხვდება - როგორია გულშემატკივრების სამზადისი

საქართველო-ნიდერლანდები - 20:00 საათზე "დინამო არენაზე" ახალგაზრდული ნაკრების მატჩი გაიმართება. საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, ევროპის ჩემპიონატზე გასული ორი ტურის შემდეგ, ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს. ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრის ყველა ბილეთი გაყიდულია. საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ჯგუფიდან გასასვლელად ერთი ქულა სჭირდება.

როგორც კურიერის კორესპონდენტი იტყობინება, გულშემატკივართა დიდი ნაკადი მიემართება სტადიონისკენ. ქომაგები მსვლელობას მართავენ

 

ავტორი: ლაშა რამაზაშვილი

დღის ამბები