10 მაისი 2024,   05:29
ვრცლად
ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალი სახელმწიფო პროგრამა იწყება

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალი სახელმწიფო პროგრამა იწყება. ამ თემაზე მუნიციპალური განვითარების ფონდი ღია კარის დღეს მართავს.

პროგრამის ფარგლებში, განახლდება ბორჯომის ისტორიული ნაწილი და ცენტრალური პარკი. განვითარდება წყალტუბოს ცენტრალური პარკი და ცივი ტბის ახალი რეკრეაცია. მოეწყობა ზუგდიდის ახალი ბულვარი. განახლდება ქუთაისის ისტორიული არეალი, ბოტანიკური ბაღი და კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრს. თელავში განვითარდება ბატონის ციხე და მისი მიმდებარე არეალი, განახლდება ბათუმის ისტორიული ნაწილი და განვითარდება რეკრეაცია.

პროგრამა ითვალისწინებს ყაზბეგის, ბაკურიანის და მესტიის მუნიციპალიტეტების ისტორიული არეალების განახლებასა და ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნასაც.

დღის ამბები