ხარაგაულში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. მუნიციპალიტეტის ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში, უხვი ნალექის გამო ადიდებულმა მდინარემ საავტომობილო გზები დააზიანა. ასევე, დაიწყო მეწყრული პროცესები და ქვათაცვენა.
ადიდებულმა მდინარე ჩხერიმელამ წაიღო ხარაგაულში ერთ-ერთი საყრდენი კედელი, რამაც კინოთეატრის შენობის ნაწილის ნგრევა გამოიწვია.
სპეციალური კომისია მიყენებულ ზარალს სწავლობს.