26 აგვისტო 2026,   07:12
ვრცლად
მარელისში უკვე მესამე დღეა 72 წლის დარაჯს ეძებენ, რომელიც, სავარაუდოდ, მეწყერმა მოიყოლა

დილიდან სამძებრო და გაწმენდითი სამუშაოები განახლდა ხარაგაულთან მდებარე რკინიგზის სადგურ მარელისში. სამუშაოები ღამით მეწყრული პროცესის საფრთხის გამო შეწყდა.

უკვე მესამე დღეა სოფელში 72 წლის დარაჯს ეძებენ, რომელიც, სავარაუდოდ, ჩამოწოლილმა მიწის მასამ მოიყოლა.

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, მატარებლების მოძრაობა - ექსპერტებისა და გეოლოგების შესაბამისი დასკვნის გარეშე არ აღდგება. მგზავრებს კი გაყიდული ბილეთების საფასური სრულად აუნაზღაურდებათ.

დღის ამბები