24 აგვისტო 2026,   19:15
ვრცლად
გურჯაანში 2 პირის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი დაკავებულია

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ორი პირის მკვლელობაში ბრალდებული პირი, "რუსთავი2"-ის ინფორმაციით უკვე დაკავებულია.

ცნობისთვის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მკვლელობა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, 30 წლის მამაკაცმა ორი მეზობელი ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა, რასაც წინ სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა.

დღის ამბები