20 სექტემბერი 2024,   01:12
ვრცლად
სასწრაფოში დასაქმებული ექიმებისა და მძღოლების ნაწილმა, პროფკავშირთან ერთად საპროტესტო აქცია გამართა

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ტრენინგ ცენტრთან დღეს საპროტესტო გზავნილები ისმოდა - სასწრაფოში დასაქმებულმა ექიმებმა და მძღოლების ნაწილმა პროფკავშირებთან ერთად, საპროტესტო აქცია გამართა.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა იმ თანამშრომლების სამსახურში აღდგენაა, ვინც გამოცდის საფუძველზე, მათი თქმით, აქციაზე გამოსვლის გამო ჩაჭრეს. დემონსტრანტები ცენტრის ხელმძღვანელთან შეხვედრას და გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებს უპასუხეს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან. განცხადებაში ნათქვამია, რომ ცენტრში დასაქმებული ვალდებულია, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ყოველ 2 წელიწადში ერთხელ გაიაროს საკვალიფიკაციო გამოცდა. მათივე თქმით, მიმდინარე წელს ტრენინგი გაიარა და გამოცდა წარმატებით ჩააბარა თანამშრომელთა უმრავლესობამ, ხოლო 63 პირმა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება ვერ შეძლო. შესაბამისად, აღნიშნული თანამშრომლები ვერ გააგრძელებენ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში საქმიანობას.

დღის ამბები