ზღვაში 16 წლის გაუჩინარებულ მოზარდს ეძებენ. შემთხვევა 4 ივლისს მოხდა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, რამდენიმე არასრულწლოვანი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიიდან ზღვაში ე.წ. სასეირნო ბანანით შევიდა. ბანანიდან გადმოხტომის შემდეგ, 3 მოზარდი სანაპიროზე გამოვიდა, 16 წლის ლუკა აბულაძე კი გაუჩინარდა.
ოჯახის წევრები თვითმხილველებზე დაყრდნობით სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობენ. ისინი აცხადებენ, რომ თვითმხილველთა ერთმა ნაწილმა დაინახა, როგორ გამოცურა მოზარდმა სანაპირომდე, ნაწილის თქმით, კი 16 წლის ლუკა ზღვაში გაუჩინარდა.