21 აგვისტო 2026,   19:46
ვრცლად
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში მიმდინარე საზაფხულო პროექტის "ჯარის ბანაკის" ერთი როტაცია დასრულდა

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში მიმდინარე საზაფხულო პროექტის "ჯარის ბანაკის" ერთი როტაცია დასრულდა. ორშაბათიდან კი, "ჯარის ბანაკი" ბავშვების ახალ ნაკადს უმასპინძლებს.

წელს სერჟანტთა აკადემიაში მოწყობილი "ჯარის ბანაკი", საერთო ჯამში, ბავშვების 8 როტაციას მიიღებს და 18 აგვისტოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეზე მომავალ წლამდე დაიხურება.

აღნიშნულ როტაციაზე "ჯარის ბანაკს" თბილისის, გორის, ვალეს, ახალციხისა და ახალქალაქის სკოლების მოსწავლეები სტუმრობდნენ.

ბანაკში ყოფნის ბოლო დღეს მათ კოჯორში სამთო მომზადება ჩაუტარდათ, ვაზიანის მე-4 ქვეითმა ბრიგადამ კი, სპეციალურად ბავშვებისთვის სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების გამოფენა მოაწყო.

დღის ამბები