წისქვილკომბინატებში ხორბლის ჩაბარების პროცესი აქტიურ ფაზაშია და შეუფერხებლად მიმდინარეობს.
შპს „ჯეომილის“ წისქვილკომბინატში ხორბლის მიღების პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე გაეცნო.
შპს „ჯეომილი“ ხორბალს დედოფლისწყაროს, სიღნაღის, მარნეულის, გარდაბნის, ბოლნისის მუნიციპალიტეტებიდან იღებს.
როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ბესიკ ბეჟაშვილი აცხადებს, დღის განმავლობაში საშუალოდ 250-300 ტონა სტანდარტების შესაბამის სასურსათო ხორბალს იბარებს.
კომპანია „ჯეომილში” თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლაბორატორიაა, სადაც მარცვლეულის ხარისხის შემოწმება სისტემატურად მიმდინარეობა.
აღსანიშნავის, რომ მეხორბლე ფერმერების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობამ იმპორტირებულ ფქვილზე, დროებით, 5 თვის ვადით, საიმპორტო საფასური დააწესა. გადაწყვეტილება ძალაში 10 ივნისს შევიდა.