ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს - საქმე ეხება გასული წლის შემოდგომაზე მომხდარ დანაშაულს. პროკურატურის ინფორმაციით, 30 ოქტომბერს ბრალდებულმა და დაზარალებულმა, რომლებიც ერთ სამშენებლო ობიექტზე მუშაობდნენ, სხვა მუშებთან ერთად ალკოჰოლური სასმელი დალიეს, მოგვიანებით კი იჩხუბეს.
კონფლიქტი ბრალდებულის სახლთან გაგრძელდა, სადაც მან დაზარალებულს დანით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დაკავებულს სასჯელის სახით ათ წლიანი პატიმრობა განესაზღვრა.