რა ეტაპზეა გორის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა - სასმელი წყლის სისტემების მოწყობის პროცესს ახალსოფელში, ტყვიავსა და მეჯვრისხევში მუნიციპალიტეტის მერი ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომდგენლებთან ერთად დაესწრო.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი იმყოფებოდა სობისსა და ქიწნისშიც, სადაც გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს ასევე დასასვენებელი, გასართობი და სპორტული სივრცეების მოწყობა.