"ქართული ოცნების“ ამბროლაურის ორგანიზაციას, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი, ზვიად (დავით) მხეიძე უხელმძღვანელებს.
პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე და ბიუროს წევრები, ამბროლაურში გამართულ კონფერენციაზე აირჩიეს. დღესვე, კონფერენცია გაიმართება ონში.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონფერენციების მთავარი მიზანი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებაა.
"ავირჩევთ პარტიული ორგანიზაციების თავმჯდომარეებს, ბიუროს წევრებს. აქაც საუბარი გვექნება ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, პოლიტიკურ პროცესებზე, საარჩევნო სამზადისზე. არჩევნებისთვის მზადება აქედან უნდა დავიწყოთ, ამ კონფერენციების მთავარი მიზანი ეს არის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.