19 მაისი 2024,   07:59
ვრცლად
საააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით-რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგი გამართა პოლონელ ექიმებთან და მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით.

"დღეს ვისაუბრებ პოლონელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებით და იმ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელსაც ადგილი ჰქონდა მათი მხრიდან. 

2022 წლის 29 ნოემბერს მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც მკურნალი ექიმების მითითებებს არ ითვალისწინებდა შევთავაზე, რომ მისი მკურნალობის პროცესში ჩართვის მიზნით მოეწვია ნებისმიერი ქვეყნიდან ნებისმიერი ექიმი. 

2023 წლის 20 მარტს 4 თვის თავზე, მოგვმართა ქალბატონმა გიული ალასანიამ განცხადებით რაც ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს. განმცხადებელს უნდა განემარტა წერილობით და ზეპირი ფორმით, რომ ექიმებს უნდა ჰქონოდათ საქართველოში დროებითი საექიმო საქმიანობის განხორციელების უფლება და ასევე დაკმაყოფილებული უნდა ყოფილიყო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები, რომ უცხოელი ექიმები შესულიყვნენ მსჯავრდებულთან და მოენახულებინათ იგი. მიუხედავად ამისა, საზოგადოებას მიეწოდებოდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს მსჯავრდებულთან არ უშვებდნენ პოლონელ ექიმებს და ჩვენ ამის შესახებ მრავალჯერ მივაწოდეთ საზოგადოებას ინფორმაცია. 

იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებიდან 7 თვის თავზე, მსჯავრდებულის ადვოკატმა წარადგინა შესაბამისი ფორმით მომართვა , პოლონელი ექიმების შეშვებასთან დაკავშირებით. სულ რამდენიმე დღეში 12 ივლისს ყველა ექიმს მიეცა შესაძლებლობა შესულიყვნენ მიხეილ სააკაშვილთან. 

აღსანიშნავია, რომ ამავე ადვოკატის მიერ 3 ივლისის წერილში მითითეული იყო, რომ მოცემული ინფორმაცია იყო კონფიდენციალური, თუმცა მოგვიანებით საზოგადოებამ ერთ-ერთი ტელეკომპანიის მეშვეობით პრაქტკულად პირდაპირ ეთერში იხილა ექიმების საავადმყოფოში შესვლის პროცესი, რასაც მიეძღვნა პოლიტიკური განცხადებები და იმთავითვე თავად დაარღვიეს კონფიდენციალურობა. 

ვიზიტის განმავლობაში ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა გაუგებარ ინციდენტს, კერძოდ მსჯავრდებულ მიხეილ საააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით. 

აღსანიშნავია, რომ ოფიციალური წესით აღნიშნული ნიმუშის გატანის უფლება მათ მისცა თავად სამსახურმა, შესაბამისად აღნიშნული ქმედება რბილად, რომ ვთქვათ სამედიცინო, ეთიკურ და სამართლებლივ ნორმებთან შეუსაბამო საქციელს კიდევ უფრო მეტად მატებს ბუნდოვანებას,"- აცხადებს რატი ბრეგაძე. 

დღის ამბები