26 აგვისტო 2026,   04:51
ვრცლად
ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროკურატურა ორივე მათგანისთვის პატიმრობას ითხოვს. დაკავებულებს გუშინ, დღის ბოლოს მხოლოდ იარაღის უკანონო შენახვის მუხლით წაუყენეს ბრალი. სავარაუდოდ, ბრალის დამძიმება უახლოეს პერიოდში მოხდება.

მურად თავართქილაძე და ედგარ აბასოვი სუსმა სპეცოპერაციის შედეგად აიყვანა. ამოღებულია საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელი მოწყობილობა და ფეთქებადი ნივთიერებები; ასევე, დროშები "ისლამური სახელმწიფოს" სიმბოლიკით და მეხსიერების ბარათები.

კონკრეტულად რას გეგმავდნენ ბრალდებულები, უცნობია, რადგან საქმის ამ ეპიზოდს გრიფით საიდუმლო ადევს. არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა რიცხვი გაიზარდოს.

დღის ამბები