ვაკის პარკის საქმეზე მორიგი პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება. სავარაუდოდ, სხდომაზე მხარეები წერილობით მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.
საუბარია ექსპერტიზის დასკვნებზე, მიმოწერებზე, შეთანხმებებსა და სამსახურებრივი უფლებამოსილების განმსაზღვრელ დოკუმენტებზე.
შეგახსენებთ, დაკავებულებს გამოძიება ყალბი დოკუმენტების დამზადებასა და სამსახურებრივ გულგრილობას ედავება.