17 ივნისი 2024,   15:51
ვრცლად
ქურდობის ბრალდებით, აშშ-ში ორ ქართველ მამაკაცზე ძებნა გამოცხადდა

აშშ-ში, ქურდობის ბრალდებით, ორ ქართველ მამაკაცზე ძებნაა გამოცხადებული. გიორგი ადეიშვილსა და გიორგი ონიაშვილს, Apple-ის მაღაზიის გაქურდვა ედებათ ბრალად.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ორ ქართველთან ერთად, რამდენიმე ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა 8 სხვადასხვა ქურდობა განახორციელა, 2022 წლის 19 სექტემბრიდან 2023 წლის 27 ივნისის ჩათვლით.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯამში მოპარულია, 10 000 დოლარზე მეტი ღირებულების ტექნიკა.

დღის ამბები