19 სექტემბერი 2024,   19:18
ვრცლად
რაჭაში, სტიქიის ზონაში ჩარჩენილი მანქანების გამოყვანა დღეს მოხერხდა - გამოყვანილია 7 ავტომობილი

რაჭაში, სტიქიის ზონაში ჩარჩენილი მანქანების გამოყვანა დღეს მოხერხდა. გამოყვანილია 7 ავტომობილი. რამდენიმე მათგანი სკოლის კუთვნილებაა.

"ამ სტიქიური უბედურების დროს ჩვენამდე არ ამოსულა, მართალია, მაგრამ გაყოფილი იყო ბანაკები, მაშველებმა ივაჟკაცეს და მესაზღვრეებმა ძალიან მაგრად. ნაწილი იმ ღამესვე გადმოიყვანეს ვერტმფრენიდან, მეორე დილას ყველა რუსთავში იყო, მუნიციპალიტეტიც ძალიან მალე დაგვეხმარა.

დღესაც, ცოტა წვალებ-წვალებით და გამოგვიყვანეს, წინ მოგვყვებოდა გვიტკეპნიდა გზას ექსკავატორი.

2 დღის უკან ჩამოვედი და მაშინ ჯერ ვერ მოხერხდებოდა, გადავედით ვნახეთ და მთელი ტბა იდგა, ვერანაირად ვერ გადმოვიყვანდით, აი დღეს უკვე საშუალებაა, დაგვირეკეს, მოვედით და ორგანიზებულად დაგვხვდნენ, გადაგვიყვანეს, დაგვაქოქინეს. სკოლის 4 მანქანა იყო და ორი მშობლების," - აცხადებს ერთ-ერთი მოხალისე.

ბოლო ცნობებით, მეხანძრე-მაშველებმა შოვში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს.  სამხედროები 11 დაკარგულს ეძებენ. ნაპოვნია 22 ცხედარი. ასევე, მაშველებმა დღეს ადამიანის ფრაგმენტი იპოვეს.

დღის ამბები